ადგილმდებარეობა
ზესტაფონის ქუჩა #11. კიკვიძის ბაღთან
დასრულების თარიღი
31 იანვარი 2027
სტატუსი
5%

ელ რეზიდენსი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც კიკვიძის ბაღსა და მეტრო გოცირიძეს შორის შენდება. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურია თავისი იდეით, რომელიც თანამედროვე და ევროპული გარემოს შექმნას გულისხმობს. პროექტი გამორჩეულია ოპტიმალური გეგმარების ბინებით, სადაც მინიმალური ფართი 28.1 m² ბინაა ხოლო მაქსიმალური 119.3 m². ელ რეზიდენსი ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომლის სამშენებლო მოცულობა 90 234.6 m3-ს შეადგენს. დაცული შიდა ეზო, გამწვანებული გარემო, EV ავტომობილებზე მორგებული ავტოსადგომი, მზის ენერგიაზე მომუშავე ინფრასტრუქტურა და უმაღლესი ხარისხის მასალებით მოპირკეთებული ექსტერიერი ჩვენი პროექტის მთავარი ღირებულებებია, რომლებიც საუკეთესო საცხოვრებელ გარემოს ქმნის მომავალი მობინადრეებისათვის

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერაა. ელ რეზიდენსი უნიკალური პროექტია, რომელიც ისარგებლებს არსებული მხარდაჭერით და პროექტის არქიტექტურაში გაითვალისწინებს მზის პანელებს. მსგავსი გადაწყვეტილებები დაგვეხმარება მზისგან უწყვეტი ენერგია მივიღოთ და ელ რეზიდენსის კომპლექსში შემავალი საერთო სარგებლობის ობიექტები (სადარბაზოები, ლიფტები, ავტოსადგომები) მუდამ ელექტროენერგიით იყოს უზრუნველყოფილი.

 

ელ რეზიდენსის ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით ბარდება:

რაც გულისხმობს:

  • მოჭიმულ იატაკს
  • გალესილ კედლებს
  • გათბობის მილებს
  • შიდა ტიხრებს
  • კერამოგრანიტის ფილებს აივანზე
  • სახლში შესასვლელ მთავარ რკინის კარს
  • მეტალო-პლატმასის, 6 კამერიან, დაბალემისიურ კარ-ფანჯარას.