კუპერსბერგის შეთავაზება რეზიდენსის მომხმარებლებს

22 სექტემბერი 2023

კომპანია რეზიდენსის ლოიალობის პროგრამას გერმანული ბრენდი კუპერსბერგი შეემატა, რომელიც ჩვენს მობინადრეებს ნებისმიერ პროდუქციაზე 15%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.  KUPPERSBERG არის M&G Hausgeräte GmbH-ის ოფიციალური ბრენდი, რომელიც 2000 წლის დასაწყისიდან ქმნის დიზაინერულ ტექნიკას. კომპანიის წარმატებას განაპირობებს წარმოების დიდი გამოცდილება და საუკეთესო სპეციალისტების ჩართულობა. ხუთი წლის განმავლობაში ბრენდი KUPPERSBERG შევიდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ევროპული მწარმოებლების ტოპ ათეულში.
ბრენდის დასახელება KUPPERSBERG შედგება ორი ნაწილისგან: «Kuppe» და «Веrg», რაც გერმანულიდან თარგმანში „მთის მწვერვალს“ ნიშნავს.

KUPPERSBERG-ის მარკის სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკის ასორტიმენტი დღეს ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი ბაზარზე. იგი თავის თავში აერთიანებს გამწოვებს, ღუმელებს, გაზისა და ელექტრო ქურებს, მაცივრებს, მიკროტალღურ ღუმელებს, ჭურჭლისა და სარეცხ მანქანებს, სამზარეულოს აქსესუარებს. 

 

აღმაშენებლის ხეივანი N14 , ქ. თბილისი,

032 203 33 13

გაზიარება:
კუპერსბერგის შეთავაზება რეზიდენსის მომხმარებლებს