ქებული კლიმატის შეთავაზება რეზიდენსის მომხმარებლებს

11 ოქტომბერი 2023

კომპანია რეზიდენსის ლოიალობის პროგრამას ქებული კლიმატი შეუერთდა და რეზიდენსის მობინადრეებს სთავაზობს 15%-იან ფასდაკლებას ცენტრალური გათბობის ქვაბებზე და 10%-იან ფასდაკლებას მაღაზიათა ქსელში არსებულ დანარჩენ პროდუქციაზე.

 

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ბრენდის უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ, კომპანია თანამშრომლობს მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ამავდროულად, ადაპტირებულია საქართველოში ექსპლუატაციისათვის.

გაზიარება:
ქებული კლიმატის შეთავაზება რეზიდენსის მომხმარებლებს