რა განსხვავებაა შავ, თეთრ და მწვანე კარკასებს შორის?

24 აპრილი 2022

ალ ბათ არაერთხელ შეგხვედრიათ განცხადება, სადაც სამშენებლო კომპანიები აქცენტს აკეთებენ შავ, თეთრ, მწვანე თუ კიდევ სხვა ფერის კარკასზე, რაც ხშირად მომხმარებელს აბნევს და გაურკვეველ მდგომარეობაში აგდებს. აღნიშნულ კონდიციებში განსხვავება საკმაოდ დიდია. იმისათვის რომ თითოეული დაინტერესებული პირის სურვილი გავითვალისწინოთ მშენებლობის საწყის ეტაპზე ვაზისუბანში რეზიდენსში ბინების შეძენა შესაძლებელია შავი, თეთრი ან მწვანე კარკასით. ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანი რესურსია მათთვის მწვანე კარკასით ბინის ჩაბარება საკმაოდ დიდ კომფორტთან არის დაკავშირებული. იმისათვის რომ მთავარი განსხვავებები ნათელი იყოს ჩვენს ბლოგში წარმოგიდგენთ შავი, თეთრი და მწვანე კარკასების განმარტებას. 

შავი კარკასი გულისხმობს - კედლები პერიმეტრზე არ არის ბათქაშით შელესილი; შიდა ტიხრები ამოსაყვანია; არ არის მოჭიმული იატაკი;  ელექტროგაყვანილობა მიყვანილია შესასვლელ კარამდე; არ არის განსაზღვრული ადგილები როზეტებისა და გადამრთველებისთვის; ელექტრო მავთულები, ასევე სუსტწერტილოვანი სისტემის მავთულები, მაგალითად, როგორიცაა საკაბელო ინტერნეტი, მიყვანილია შესასვლელ კარებამდე;

თეთრი კარკასი გულისხმობს - კედლები პერიმეტრზე შელესილია და შიდა ტიხრები ამოყვანილი პროექტის გათვალისწინებით;  იატაკი მოჭიმულია; გამზადებულია ადგილები როზეტებისა და გადამრთველებისთვის; სამზარეულოსა და აბაზანა - ტუალეტში შეყვანილია წყლის და კანალიზაციის  მილები.

მწვანე კარკასი გულისხმობს - მოჭიმული იატაკი; გალესილი კედლები; დენის 4 წერტილი ოთახში ;  გათბობის მილები; შეთანხმებული შიდა ტიხრები; კერამოგრანიტის ფილები აივანზე;  სახლში შესასვლელი მთავარი რკინის კარი; თეთრი მეტალო-პლასტმასის, 6 კამერიანი, დაბალემისიური კარ-ფანჯარა.

 

 

გაზიარება:
რა განსხვავებაა შავ, თეთრ და მწვანე კარკასებს შორის?